საქართველოს პრეზიდენტი - ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, თუ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ის კავშირი, რომელიც უკვე არსებობს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი - ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, თუ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ის კავშირი, რომელიც უკვე არსებობს

2021-09-18 12:07:38+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები.

ამასთან, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოვლინდა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 22 გამარჯვებული.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც არსებული რეგულაციების გამო მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან შეზღუდულ ფორმატში იმართება, დიასპორის წარმომადგენლები მთელი გულითა და სულით მონაწილეობენ.