საქართველოში, სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 2 წლის განმავლობაში 2-ჯერ არის შემცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ "სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევა" ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა შეისწავლა, რათა ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონოდათ პარალელი გაევლოთ საქართველოში არსებულ რეალობასთან. კვლევამ ცხადყო, რომ ინფრასტრუქტურის საერთო მდგოამრეობის მიხედვით, საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. ამასთან, სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, ამის დასტურია ისიც რომ 2012 წლიდან დღემდე, 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. ხოლო რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით შემცირდა. HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ რკინიგზა ქვეყნის ეკონომიკაში შავი ხვრელის როლს ასრულებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.ეკონომიკისა და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში შეჩერებულია ათობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე.