პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის დამახინჯება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. სიხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.