სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, უწყება რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი დღეს განაახლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.