საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18 მილიარდ 766 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 435 მილიონი დოლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 18 მილიარდ 330 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტად სამთავრობო სექტორის ვალი გაიზარდა. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით მთავრობის ვალი 6 მილიარდ 156 მილიონ დოლარს შეადგენს, ეს კი 449 მილიონ 100 ათასი ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. ეროვნული ბანკის ვალი კი 3 მილიონ 600 ათასი დოლარით გაიზარდა და 447 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა.
ამასთან, 30 ივნისის მდგომარეობით, 52 მილიონ 600 ათასი დოლარით შემცირდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი და 4 მილიარდ 351 მილიონი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 35 მილიონ 100 ათასი დოლარით, 4 მილიარდ 518 მილიონ დოლარამდე გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალი.131 მილიონ დოლარიდან 127 მილიონ 300 ათას დოლარამდე შემცირდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებები. არასაფინანსო კორპორაციების ვალმა კი მილიარდ 399 მილიონი დოლარიდან მილიარდ 381 მილიონ დოლარამდე დაიკლო.