08:55
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა და 17 მილიარდზე მეტს შეადგენს
23-01-2020

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 740 მილიონ დოლარს ანუ 16 მილიარდ 461 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 347 მილიონ 436 ათასი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 306 მილიონ 174 ათასი დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 392 მილიონ დოლარს ანუ 16 მილიარდ 14 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 434 მილიონ დოლარს ანუ 14 მილიარდ 544 მილიონ ლარს აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 963 მილიონ 580 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 910  მილიონ 288 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 249 მილიონ დოლარს აჭარბებს.

AutoPlay
აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა
21-02-2020
რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა
21-02-2020
Apple-ს კორონავირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს
21-02-2020
ფეროშენადნობი, ფქვილი, ხორცი და სხვა - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის
21-02-2020
კორონავირუსის გამო, ოქროს ფასი ისევ იზრდება - რა ღირს დღეის მონაცემებით ერთი გრამი ოქრო საქართველოში?
21-02-2020
2024 წლიდან ახალაშენებულ და რეკონსტრუქციაჩატარებულ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
21-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები