2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 419 მილიონ დოლარს ანუ 16 მილიარდ 59 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 64 ათასი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 317 ათასი დოლარით მეტია.
კერძოდ, 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 355 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 827 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 102 მილიონ დოლარს ანუ 13 მილიარდ 789 მილიონ ლარს აღემატებოდა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 978 მილიონ 456 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 910 მილიონ 471 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 106 მილიონ დოლარს აჭარბებს.