12:57
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა
11-08-2020

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 31 ივლისის მონაცემებით, ქვეყნის სარეზერვო აქტივები 3 მილიარდ 840 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქედან უცხოური ვალუტის რეზერვი 3 მილიარდ 643 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა მარტიდან დაიწყო. 1-ლი აპრილის მდგომარეობით რეზერების მოცულობა 3 მილიარდ 399 მილიონ დოლარს შეადგენდა, აპრილში - 3 მილიარდ 476 მილიონი, მაისში - 3 მილიარდ 593 მილიონი, ივნისში კი 3 მილიარდ 616 მილიონი დოლარი იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები