თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის „პიკაპი“ შეისყიდა.
ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.