22:43
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
17-01-2020

ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში, მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა. ქართველთაგან თავი იმნაიშვილმა, ქავთარაძემ, ცრეპულიამ, ბითაძემ, ჯახაიამ, რურუამ (2), ბარალდიმ და ვაპენსკიმ  გამოიჩინეს. ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 9:7 სძლია და ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრა. ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 18 იანვარს მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები