წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები. ა ჯგუფში საქართველო, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი და აზიის ზონის გამარჯვებული მოხვდება. ხოლო ბე ჯგუფში ხორვატია, ჰოლანდია, რუსეთი, არგენტინა, გერმანია და აზიის ზონიდან მეორე ადგილზე გასული გუნდი. ტურნირი, რომელშიც ჩვენი გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას, 23-29 როტერდამში გაიმართება, სადაც 3 ლიცენზია გათამაშდება. გასულ თვეში დასრულებულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები მე-10 ადგილზე გავიდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია.