ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პორტალზე Expedia სარეკლამო კამპანია დაიწყო. 9 ივლისის ჩათვლით საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და ქვეყნის შესახებ ბანერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში Expedia-ს მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა. საიტის მომხმარებელს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ავიაკომპანიებისა და სასტუმროების სარფიან შემოთავაზებებს. Expedia მსოფლიოს 75-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტ ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. ინფორმაციას ის 385 ათასი ტურისტული ობიექტის, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, ასევე საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიების შესახებ აწვდის. Expedia-ს პორტალს ყოველთვიურად 84.5 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს.