საქართველოს ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.მადრიდის გამოფენა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა, რომელიც ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება.აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.