საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ტრადიციულად რუსეთია. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტმა 371 მილიონ 136 ათას 300 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.9%-ით მეტია.
რაც შეეხება რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების ტოპ-ხუთეულს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი - ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტმაც 98 მილიონ 172 ათას 400 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 92 მილიონ 267 ათას 400 დოლარით;
მე-3 ადგილზე კი 43 მილიონ 908 ათას 700 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლები იკავებს.
პროდუქტების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი იკავებენ, შესაბამისად, 22 მილიონ 371 ათას 900 და 19 მილიონ 65 ათას 300 დოლარით.