საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში დღეიდან შევიდა.რატომ არის მნიშვნელოვანი: ახალი სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წლის 7 მარტს გავრცელდა.შეთანხმების თანახმად, ამიერიდან ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ:• უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.• აქამდე საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები.