ენერგეტიკის სამინისტრომ 4 ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საუბარია, „მტკვრის კასკადი 4 ჰესის“, „კოხი ჰესის“, „აბული ჰესისა“ და "დიღომი ჰესის" მშენებლობაზე. პროექტების სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება კი ჯამში 239 347 000 დოლარია. ჰესების მშენებლობა სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარის რეგიონსა და თბილისშია დაგეგმილი. ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება აჭარის რეგიონში, მდინარე კინტრიშიზე. "კოხი ჰესის" ,მშენებლობა სავარაუდოდ 21 მილიონ დოლარს შეადგენს. სამცხე-ჯავაზეთის რეგიონში, მდინარე ფარავანზე „აბული ჰესის“ მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 46 672 000 დოლარს შეადგენს. 1 ჰესის აშენება იგეგმება მდინარე მტკვარზეც, თბილისში. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.