სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით, საქართველოში ახალი საგრანტო პროექტი იწყება. პროგრამისთვის დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს 4 მილიონ ასი ათას დოლარიანი გრანტი გამოუყო. საგრანტო პროგრამის მიზანი სოფლებში აგრობიზნესთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა. პროგრამის ბენეფიციარები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან. წარდგენილი ბიზნესგეგმის განხილვის საფუძველზე, თითოეული აპლიკანტისთვის 25 ათასი დოლარი გამოიყოფა.