4 წლის ასაკაში პატარა ნიას დაუდგინეს უშვიათესი დაავადება, რომლის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. უამრავი გამოკვლევების და სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ ოჯახის მონდომების მიუხედავად მისი ვირუსისგან დაცვა შეუძლებელი გახდა და ამჯერად დაავადების გართულების გამო საჭირო გახდა მისი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა.
6 წლის ნიას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. ოჯახის ფინანსების მობილიზების მიუხედავად 200 ათასი დოლარის შეგროვება შეუძლებელია დახმარების გარეშე. უამრავმა ადამიანმა გულთან მიიტანა მისი მდგომარეობა და უკვე ჩარიცხეს მის დასახმარებლად თანხა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
თურქეთის საავადმყოფოში ელის ნიაკო გამოკვლევების შედეგებს და უმკლავდება უამრავ უსიამოვნო პროცედურას. მისი ახლობლები მოთმინებით ადევნებენ თვალყურს თითოეულ დასკვნას, ცდილობენ გაუადვილონ ყოველი დღე ნიაკოს. ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში. დამხარების მსურველებმა უნდა ჩარიცხოთ თანხა ანგარიშის ნომერზე: საქართველოს ბანკი: GE62BG0000000161221454; მიმღები მამა - ვახტანგ გოგუა.