საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ამ დრომდე 85 დადასტურებული შემთხვევაა.