გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამამ 2016 წელს მსოფლიო მასშტაბით ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტების შესამოწმებლად კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოში ისევე, როგორც მონღოლეთში, ნიკარაგუაში, უზბეკეთსა და თუქმენეთში, მსგავსი სტანდარტი არ არსებობს.
კვლევის მიხედვით, საქართველო ლაოსისა და გვატემალას გვერდით აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებში ავტომობილების გამონაბოლქვი საერთოდ არ კონტროლდება.