სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 463 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი მილიარდ 1 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 462 მილიონ 200 ათასი დოლარი.
კონკრეტულად რომელი პროდუქციის ექსპორტ/იმპორტი შემცირდა ყველაზე მეტად, ამას საქსტატი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. მანამდე კი შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკით შეიძლება ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი კლება სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეხო.
უფრო კონკრეტულად, 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი 94,1%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ შარშან აპრილში ქვეყნიდან გავიდა 6 ათას 33 ავტომობილი, წელს მხოლოდ 355 ერთეული გაიყიდა.-0:28
რაც შეეხება იმპორტს, აქ კლება 80,7%-ს შეადგენს. კერძოდ, 2020 წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებული იქნა ათას 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 ათას 712 ერთეული.