მიმდინარე წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 210 მილიონ 600 ათასი მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 48 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 162 მილიონ 400 ათასი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 14 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 29 მილიონი ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში 8 მილიონ 200 ათასი ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7 მილიონ 100 ათასი ლარი იყო.