2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა მილიარდ 215 მილიონ 800 ათასი კილოვატი საათი შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - მილიარდ 61 მილიონ 900 ათასი კილოვატი საათი იყო.
ამავე სტატისტიკით იმპორტი ყველაზე მეტად რუსეთიდან გაიზარდა. თუ 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთისგან ქვეყანამ 74 მილიონ 600 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, მიმდინარე წლის 10 თვეში ეს მაჩვენებელი 392 მილიონ 200 ათას კილოვატ/საათამდე გაიზარდა.
მეორე ყველაზე მსვილი იმპორტიორია აზერბაიჯანი, საიდანაც წელს საქართველომ 823 მილიონ 600 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეისყიდა, ეს კი სულ რაღაც 3,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.