საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანამ მთლიანად მილიარდ 351 მილიონ 492 ათასი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოხმარებამ 964 მილიონ 538 ათასი კვტ-სთ შეადგინა.
ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის აგვისტოში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 948 მილიონ 562 ათასი კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა მილიარდ 202 მილიონ 617 ათასი კვტ-სთ შეადგინა.
როგორც წესი, გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგრებზე მოდის.