23:42
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ფეიხოას ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა
25-02-2021

2020 წელს საქართველოდან ფეიხოას ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, East fruit-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, პროდუქტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით ფეიხოას ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 449 ტონას (350 ათას აშშ დოლარი) მიაღწია.

ამასთან, საქართველოსთვის გაყიდვების მთავარ ბაზრად კვლავ უკრაინა რჩება, სადაც ექსპორტი 14%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, პროდუქტის 60% გავიდა. ამავდროულად, ფეიხოას ექსპორტი ყველაზე მნიშვნელოვნად რუსეთში გაიზარდა, რომელიც ამ ეგზოტიკურ ხილს საქართველოსგან ფაქტობრივად, არ ყიდულობდა. 2020 წელს კი ქართული ფეიხოას გაყიდვების ბაზრებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, ქართული ფეიხოას ექსპორტი 2020 წელს სომხეთში 45% -ით შემცირდა, რაც კონკურენციის გაზრდის გამო მოხდა.

საქართველოში ფეიხოა ყველაზე პოპულარული სამეგრელოშია, სადაც ეს პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს. ექსპერტების აზრით, თუ საქართველოში ფეიხოას მოსავლიანობის გაუმჯობესება მოხდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ბაზრებიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები