საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. აღნისნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინსიტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.