2020 ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181 მილიონ 700 ათასი დოლარი ანუ 584 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 18.6%-ით ანუ 28 მილიონ 500 ათასი დოლარით მეტია 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
კერძოდ, ოქტომბერში დაახლოებით 28%-ითაა გაზრდილი ფულადი გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდან, 40%-ით შეერთებული შტატებიდან, 26%-ით თურქეთიდან. ამასთან, ოქტომბერში 7%-ით შემცირდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 23 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 76 მილიონ 800 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.