დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრა მეორედ 03:58 საათზე მოხდა, ეპიცენტრი ამჯერად, სომხეთში საქართველოს საზღვრიდან 8კმ-ში იყო. ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდით განისაზღვრა. ბიძგები იმდენად მცირე იყო, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში იგრძნობდნენ. მანამდე 5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
იხილეთ:
თბილისში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა