გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა.
კვირეულის ფარგლებში მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა ჩაატარა “მწვანე გაკვეთილი” მოსწავლეებისათვის, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა გაიცნეს და ისწავლეს თუ როგორ უნდა დახატონ ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები.