ბიუჯეტში ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი შემცირდა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 4 ათას 340 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 55%-ით ნაკლებია. კერძოდ, 2018 წლის 9 თვეში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან 5%-იანი გადასახადი ბიუჯეტში 9 ათას 573-მა ადამიანმა გადაიხადა.
გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის კლების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში ბიუჯეტში 33 მილიონ 167 ათას 448 ლარი შევიდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 9 მილიონ 286 ათას 910 ლარი.
ცნობისთვის, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება.