გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გოჩიტაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გაზსაცავის პროექტის განხორციელების მეორე ფაზა უკვე მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.