ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 140 H1N1-ია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი, - ამის შესახებ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსით 6 პირი გარდაიცვალა და ყველა შემთხვევაში, გრიპმა ძირითადი ფონური დაავადება გაართულა. გამყრელიძის განცხადებით გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.