შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 36,4% ჰიბრიდია. კვლევის მიხედვით, პირველ ადგილს 38%-ით ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები იკავებენ, 24,3%-ი დიზელზე მომუშავე ავტომობილია, ელექტრო კი იმპორტირებული ავტომობილების მხოლოდ 0,85%-ს შეადგენს.ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი მანქანის იმპორტი ამერიკიდან განხორციელდა, შემდეგია - იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და თურქეთი.
შსს-ს სტატისტიკით, წინა წელს იმპორტირებული ავტომანქანების უდიდესი წილი Toyota-ს ბრენდზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა - Mercedes-Benz-ი, მესამეზე კი Ford-ი.