კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში ინტერნეტის მეშვეობით 554 მილიონი ლარის მოცულობის ოპერაციები შესრულდა, რაც წლიურად 237 მილიონ 100 ათასი ლარით არის გაზრდილი. 2019 წლის დეკემბერში ეს მოცულობა 316 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება უშუალოდ გადახდების რაოდენობას, მან 2020 წლის დეკემბერში 8 მილიონ 690 ათასი შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი წლიურად 4 მილიონ 100 ათასი ოპერაციით არის გაზრდილი.