2020 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირდა, წლიურად, 4,4%-ით.
საქსტატის მონაცემებით, პანდემიურ წელს ქვეყანამ უცხოეთში სულ 490 ათას 944 ტონა, ჯამში 107 მილიონ 983 ათასი დოლარის ღირებულების, ხორბალი იყიდა. 2019 წელს კი საქართველოში 108 მილიონ 974 ათასი დოლარის ღირებულების 513 ათას 725 ტონა ხორბლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ხორბლის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა, 99,4%, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში 83%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველომ ხორბალი 10 ქვეყანაში, 2020-ში კი 9 ქვეყანაში იყიდა.