საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა საქმიანობის სფეროერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა და მისი ლიკვიდაციაც შეწყდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.კერძოდ, სებ-მა თანხმობა მისცა შპს (შეპესე) „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ინვესტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 ივლისის განკარგულებით მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.