საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეს რეკორდული ციფრი დაფიქსირდა. ბოლო 24 საატში ქვეყანაში 796 პირი გამოჯანმრთელდა და რიცხვი 3120მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში- 869.
ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 3072 აქტიური შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან 26 მართვით სუნთქვაზე. მისივე თქმით, 8 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.