თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო მეორის დაავადების წყარო უცნობია. მეორე ინფიცირებულთან დაკავშირებით, წყაროსა და კონტაქტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
დღევანდელი სტატისტიკის თანახმად, კოვიდცენტრებში სულ 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 37 პაციენტი უშუალოდ ინფექციურ კლინიკაში. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით 81.5% გახლავთ.