ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3216 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ჯამში ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 135584-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გავრცელებული.
ამასთან, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 37-ით გაიზარდა და ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით 1267 ადამიანია გარდაცვლილი.