ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 27 0137-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,32%, ბოლო 14 დღის - 2,2%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,03%
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 047-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 485 პირი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 1 წელი გავიდა. პირველი პაციენტი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა.