აჭარაში კორონავირუსის შედეგად დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული 60 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოორნავირუსით 39 პაციენტია გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ახალი კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3120-ს შეადგენს.