უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.