საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 723 გახდა. კიდევ 10-მა პირმა დატოვა კლინიკები და ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 495-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316 პირი.საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.