კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება, დანარჩენები კი კოვიდის მიმღებ სხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში მყოფი კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კოვიდი 19-ის მქონე პაციენტებს სულ 6 ცენტრი ემსახურება.