საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მე-11 გამოჯანმრთელებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორს 11 გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში 4427 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.