საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად 249 საწოლია თავისუფალი. ინფორმაცია პალიტრანიუსს ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 1872 პაციენტი დაინფიცირდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში ამ დროისთვის 30 303-ს შეადგენს.
რაც შეეხება გარდაცვლილთა მაჩვენებელს, დაიღუპა კიდევ 14 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა უკვე 215-ია.