21:53
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში მართვის მოწმობა ყოველ მე-3 ადამიანს აქვს - რამდენია აქედან ქალი მძღოლი
02-03-2021

საქართველოში მართვის მოწმობა თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ მილიონ 351 ათას 28 მოქმედი მართვის მოწმობაა, შესაბამისად, მოსახლეობის 36,3% მძღოლია. ამავე სტატისტიკის მიხედვით, იმ ადამიანებიდან, ვისაც ქვეყანაში მართვის მოწმობა აქვს, 25%-ი ქალია.

რაც შეეხება 2020 წელს გაცემულ მართვის მოწმობებს, შარშან მძღოლი 42 ათას 229 ადამიანი გახდა, საიდანაც 18 ათას 528 ქალია. შესაბამისად, გამოდის, რომ 2020 წელს მართვის მოწმობების 43,8%-ი ქალ მძღოლებზე გაიცა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები