საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში, რომელიც საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შეეხება. მასში აღნიშნულია რომ "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესებმა მთავრობის მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში ჩარევის შესახებ ეჭვი წარმოშვა. ორი დღის წინა საქარტველოში მედიის თავისუფლებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც იყო საუბარი. საქართველოს მთავრობა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უფლებას ხშირად ადეკვატურად არ იცავს - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში.