საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 45 ათას 930 დოლარის რბილი სათამაშოები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 37 ათას 50 დოლარის.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ჩამონათვალში ლიდერობს პოლონეთი - 16 ათას 930 დოლარით; მას მოსდევს ბულგარეთი, საიდანაც იმპორტმა - 7 ათას 230 დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - ბელგია 6 ათას 150 დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი თურქეთი და ნიდერლანდი იკავებენ, შესაბამისად, 5 ათას 740 და 3 ათას 420 დოლარით.
გარდა ამისა, მეორადი სათამაშოები მცირე რაოდენობით ასევე შემოდის: ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.