ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 ათას 285 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 54,9 პროცენტი თბილისზე, 10 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,7 პროცენტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და და იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,5 პროცენტი თბილისზე, 12,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,2 პროცენტი - იმერეთის, ხოლო 11,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 419 ათას 700 კვადრატული მეტრი ფართობის 484 ობიექტი.